მიწოდების პირობები
შენაძენის მიწოდების წესები და პირობები
სტანდარტული მიწოდება
- თბილისში შეძენილი პროდუქციის მიწოდების ღირებულებაა 5 ლარი (1-3 სამუშაო დღე)
- საქართველოს სხვა ქალაქებში, რეგიონებში, სოფლებში მიწოდება 7 ლარი (2-4სამუშაო დღე) *გარდა წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებისა.
- სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებისთვის: თიანეთი ცაგერი, ლენტეხი, დუშეთი, ყაზბეგი, მესტია - ფუნქციონირებს განსხვავებული ვადები.
მიწოდების/ტრანსპორტირების ვადები
მიწოდების სტანდარტული ვადა თბილისში
- ნებისმიერი შენაძენი რომელიც გაკეთდება 00:00 - 14:00 საათებში მოგივათ იმავე დღეს. თუ შენაძენი გააკეთეთ შაბათს, კვირას ან სადღესასწაულო უქმე დღეებში გზავნილი მოგივათ მომდევნო სამუშაო დღეს.
- ნებისმიერი შენაძენი, რომელიც გაკეთდება 14:00 – 00:00 საათებში მოგივათ მომდევნო სამუშაო დღის სამუშაო საათებში (09:00 – 18:00)
მიწოდების სტანდარტული ვადა თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებში, რეგიონებში
- ნებისმიერი შენაძენი რომელიც გაკეთდება 00:00 - 14:00 საათებში მოგივათ მომდევნო სამუშაო დღეს. თუ შენაძენი გააკეთეთ შაბათს, კვირას ან სადღესასწაულო უქმე დღეებში გზავნილი მოგივათ მომდევნო 2 -4 სამუშაო დღეში.
- ნებისმიერი შენაძენი, რომელიც გაკეთდება 14:00 – 00:00 საათებში მოგივათ მომდევნო 2-4 სამუშაო დღის განმავლობაში - სამუშაო საათებში (09:00 – 18:00)
გზავნილის სტატუსის შემოწმება
www.espacho.ge ზე პროდუქციის შეძენისას თქვენ მოგივათ შენაძენის დადასტურების შესახებ ელ. ფოსტა. ხოლო მას შემდეგ რაც თქვენს შენაძენს წაიღებს კურიერი ასევე მოგივათ ელ. ფოსტაზე შეტყობინება გზავნილის კოდით, რომლითაც შეძლებთ თვენი გზავნილის სტატუსის შემოწმებას საკურიერო მომსახურების გამწევი ორგანიზიციის შესაბამის ვებ-გვერდზე, რომელიც ასევე მითითებული იქნება ელ. ფოსტაში.
დამატებითი ინფორმაცია
იმის გათვალისწინებით, რომ შეკვეთა ხდება 24/7 განმავლობაში, შეკვეთების გამზადებას ვიწყებთ ყოველ დღე დილის 10:00 საათიდან (მათ შორის შაბათსაც და კვირასაც). ხოლო საკურიერო მომსახურება მუშაობს მხოლოდ სამუშაო დღეებში.
კურიერს სტანდარტულად შეკვეთები ბარდება ყოველ სამუშაო დღეს - 14:00 საათზე.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო შესაძლებელია კონკრეტულ რეგიონებში მიწოდების ვადების სტანდარტულ დროს დაემატოს 1-2 დღე.
საფოსტო გზავნილის მიღების პირობები:
- პროდუქციის მიღებისას ჩაბარების ფაქტი უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.
- ამანათის გახსნა უნდა მოხდეს კურიერის თანდასწრებით და ხელისმოწერამდე შემოწმდეს მისი შესაბამისობა ფაქტიურად შესყიდულ პროდუქტთან.
- თუ პროდუქტს აღმოაჩნდა რაიმე სახის დეფექტი, კურიერის წასვლამდე უნდა მოხდეს ჩვენთან დაკავშირება მობილურის ნომერზე + 995 598 88 99 00. ან მოგვწერეთ მეილზე infoespacho@yahoo.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი კონსულტანტების მიერ პროდუქტის გამოგზავნამდე ხდება მისი დათვალიერება და მხოლოდ უნაკლო პროდუქცია იგზავნება მომხმარებელთან. შესაბამისად პროდუქტზე ნებისმიერი დაზიანება შეიძლება ტრანსპორტირების დროს იყოს მომხდარი რისთვისაც აუცილებელია კურიერის თანდასწრებით პროდუქტის დათვალიერება და კურიერის წასვლამდე ჩვენთან დაკავშირება, რომ მოხდეს კურიერის იდენტიფიცირება და პრობლემის დაფიქსირება. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიები ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიიღება, შესაბამისად ვერ მოხდება აღნიშნული პროდუქტის დაბრუნება ან და გადაცვლა.
რეგისტრაციის და პროდუქციის შეძენისას მისამართის მითითების ინსტრუქცია
მისამართი უნდა იყოს ზუსტი და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ქალაქი, დაბა, სოფელი და ა.შ
- საფოსტო კოდი
- ქუჩის / გამზირის სახელწოდება და შენობის ნომერი;
- სადარბაზოს ნომერი;
- ბინის / სახლის ნომერი;
მაგალითად: თბილისი, 0105, შოთა რუსთაველის გამზირი 2, კორპუსი N 7, ბინა N15;
- ქალაქი - თბილისი;
- საფოსტო კოდი- 0105
- შოთა რუსთაველის გამზირი 2;
- კორპუსი N 7;
- ბინა N 15;
ამანათის მიმღების და მყიდველის სახელი და გვარი უნდა მიუთითოთ ზუსტად ისე, როგორც პირადობის მოწმობაშია.